ცხელი ხაზი : 599801744

სასაზღვრო ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირ(ებ)ის შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტაცია

22 ივლისი, 2022

საშვის მისაღებად პირი ვალდებულია წინასწარ მიმართოს სასაზღვრო
პოლიციას/სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოს წერილობითი განაცხადით
რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ინფორმაცია სასაზღვრო ზონასა და ზოლში შესვლის სურვილის მქონე პირის/პირთა
შესახებ;
ბ) პირთა ჯგუფის შემთხვევაში ჯგუფის ხემძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ვინაობის
შესახებ;
გ) ინფორმაცია დაშვებული საქმიანობის ხასიათის, ტექნოლოგიის, ტექნიკური და
სატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
დ) ინფორმაცია დაშვებული საქმიანობის განხორციელების ადგილის, დროისა და
ხანგრძლივობის შესახებ;
ე) მიწის საკუთრების ან იჯარით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო იმ
შემთხვევაში თუ საქმიანობა განეკუთვნება სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული
ლიცენზია ან ნებართვა;
ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სასაზღვრო პოლიციის მიერ საშვის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილი პირი, დადგენილი წესის
შესაბამისად, განიხილავს წარდგენილ განაცხადს და თანდართულ დოკუმენტაციას, რის
შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას საშვის გაცემის, საშვის გაცემაზე უარის თქმის ან
წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასაზღვრო ზონის ფარგლებში დაინტერესებული
ფიზიკური/იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გთხოვთ, გაგვიწიოთ
ქმედითი დახმარება და უზრუნველყოთ ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულების
ინფორმირება საშვის მაძიებლისათვის განაცხადის ფორმის ცვლილებასთან დაკავშირებით,
რომელიც განთავსებულია სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
(http://bpg.gov.ge).

გააზიარე