სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017

10 თებერვალი, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის სამუშაო გეგმის მიხედვით დაიწყო „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“. აღნიშნული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა გეზრბენსა და მინი ფეხბურთში, სადაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. გეზრბენში გაიმარჯვა მეორე სკოლის მოსწავლე ვალერი მეზვრიშვილმა, ხოლო მინი ფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა. „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში: ფრენბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ოლიმპიადას დაასრულებს მხიარული სტარტები. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ თამაშებში.

გააზიარე