შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან
ახალგაზრდობის სააგენტოსა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-გიორგი ლალიაშვილთან და კულტურისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელ -არჩილ ჯაბადართან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლეს.
შეგახსენებთ რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე იქმნება ახაგაზრდული საბჭო, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
საბჭოს მიზნებსა და მუშაობის პრინციპებს შეეხო აღნიშნული შეხვედრა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის მნიშვნელობა.