შირვინტუსის დელეგაციამ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ლიეტუვის რესპუბლიკის შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, კულტურული პროგრამაც განხორციელდა. შირვინტუსის მერი ჟივილე პინსკუვიენე, მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატი დარიუს ვალკაუსკასი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ინგრიდა ბალტუშაიტე-ჩეტრაუსკიენე, საერთაშორისო საკითხებში მერიის სპეციალისტი აუშრინე მილიუკაიტე-ჟანოვსკიენე და პროფესორი მარიამ მანჯგალაძე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. მათ მასპინძლობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა და მერიის თანამშრომლებმა გაუწიეს. კლდეში ნაკვეთმა, უძველესმა ქართულმა ისტორიულ-კულტურულმა ძეგლმა სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი შეფასებით, სამონასტრო კომპლექსი, ბევრი ფაქტორის გამო, მსოფლიო მასშტაბითაც კი უნიკალური ძეგლია. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საგარეჯოს მერიის ყველაფერს აკეთებს, რათა მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები საერთაშორისო მასშტაბით მაქსიმალურად წარმოჩინდეს.