სისხლის უანგარო დონაციის აქცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

14 ივნისი, 2018

12 ივნისს, შპს „სისხლის ბანკის“ ინიციატივით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“. აქციაში მონაწილეობა საგარეჯოს მუნციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი გილაშვილმა, მერიის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოქალაქეებმა მიიღეს. 
უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე’’ ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ ხშირად იმართება და საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მსგავს აქციებში მონაწილეობას პერმანენტულად იღებენ.


გააზიარე