სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადაეცა
საგარეჯოს მუნიციპალიეტის მერის - ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადაეცა. ავთანდილ გულიკაშვილი, მოადგილესთან-გიორგი ლალიაშვილთან ერთად ბაღებს ესტუმრა, საახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული თავად გადასცა. წინასაახალწლო განწყობას კიდევ უფრო მეტი სიხარული შესძინა გაჟღერებულმა ინფორმაციამ: - ჩემი მიზანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს კომფორტულ და შესაბამის გარემოში, ამისათვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აქვე მინდა გამცნოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ ყოველი ახალი წლიდან ყველა ბაღს ახალი - თემატური სათამაშოების კოლექციები შეემატება. ბავშვის გონებრივი განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობებისთვის აუცილებელია სათამაშოების მუდმივი განახლება, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და ახალი სემესტრიდან, სასწავლო პროცესს აღსაზრდელები ახალ გარემოში გააგრძელებენ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.