სკოპინგის ანგარიში
სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის IX-A; XI-K; XI-L და XI-Q სალიცენზიო ბლოკებზე (ტერიტორიულად მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, საგარეჯოს, გარდაბნისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიების საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს უცხოური საწარმოს ფილიალი „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკების მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს“ (გზშ), რომლებიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს. გზშ-ის მომზადების პირველ ეტაპს წარმოადგენს სკოპინგის ანგარიში (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს), რომლის ს ა ჯ ა რ ო გ ა ნ ხ ი ლ ვ ა გაიმართება 2022 წლის 12 აპრილს 13 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სკოპინგის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, საგარეჯოს, გარდაბნისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსა (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებში ხელმისაწვდომია სკოპინგის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი. საზოგადოებას უფლება აქვს სკოპინგის ანგარიშის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას). საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.