ცხელი ხაზი : 599801744

სკრინინგის ანგარიში

21 ივნისი, 2022

ი/მ თოფიკ გუსეინოვის მიერ წარმოდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. კაკაბეთში ნავთობპროდუქტების საცავის (ავტოგასამართი სადგურის) ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/242). გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

გააზიარე