სკრინინგის ანგარიში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სგშ-ის პროცედურის გავლის მიზნით წარდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოჭბაანის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 55.17.54.000.205) დასასვენებელი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სგშ-ის სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/ დაგეგმილი სტრატეგიული შეფასების სკრინინგის ანგარიშთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები საზოგადოებას შეუძლია წარუდგინოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).