სკრინინგის ანგარიში
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხი - აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი - ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი - საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი) გაუმჯობესების პროექტში შეტანილი ცვლილებების სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.