სკრინინგის ანგარიშის დაზუსტება
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ავანგარდის“ მიერ წარდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი (სამსხვრევდამხარისხებელი) საწარმოს ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის N167 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 17 მაისი ქვეყანაში გამოცხადებულია უქმე დღეებად, ამიტომ დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის ანგარიშის განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მითითებული ვადის (2024 წლის 24 მაისის ჩათვლით) ნაცვლად 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).