სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს საახალწლო ამანათები გადაეცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის - ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ჯანდაცვისა და სოციალურმა სამსახურმა უკვე ტრადიციად აქცია მოწყვლადი ჯგუფებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და მომავლის იმედის დაბედება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს რამდენიმე სახეობის საკვები პროდუქტების ამანათები გადაეცა, რომელიც შემდეგ სამიზნე ჯგუფებს მოიცავდა: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, მარტოხელა ხანდაზმულები, დღის ცენტრის, სათნოების სახლისა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები.
ბატონი ავთანდილ გულიკაშვილი მოადგილესთან და საკრებულოს თავჯდომარესთან ერთად ბენეფიციარებს თავად ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და სასაჩუქრე ამანათები გადასცა.
- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი წელი ამ ოჯახებისთვის იყოს იმედის მომცემი, რომ თითოეული მათგანი ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან გრძნობდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას.
სწორედ ამ მიზნით, წელს ბენეფიციართა რაოდენობა გავზარდეთ და ამანათების ასორტიმენტი გავამრავალფერობნეთ.
ეს იქნება დასაწყისი იმ წამოწყებების, რასაც სამომავლოდ კვლავ გავაგრძელებთ-განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.