სოფელ ბადიაურში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა აქტიურ ფაზაშია
სოფელ ბადიაურში, სასაფლაოსთან მისასვლელი, 184 მეტრი გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიიმდინარეობს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან
95 712 ლარით ფინანსდება და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - "კავკასავტომაგისტრალი" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - ივნისის ბოლომდე დაასრულებს.