ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ წყაროსთავში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

5 May, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან

157 198 ლარით ფინანსდება, სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.

სატუმბი სამუშაოებისა და სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შედეგად, მიმდინარე თვის მიწურულს 280 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

გააზიარე