სოფელ გიორგიწმინდაში წყალმომარაგების პროექტის განხორციელება იწყება
მნიშვნელოვანი სიახლე - სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, ჭაბურღილების , შემკრები რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები იწყება!
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 597 500 ლარს შეადგენს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "თერგი" 3 თვის ვადაში შეასრულებს.