ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო

12 იანვარი, 2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ლელა ფანოზიშვილთან ერთად, სოფელ იორმუღანლოს თემს ესტუმრა და სკოლის მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა. „გილოცავთ ახალ 2024 წელს, დღეს განსაკუთრებულად ლამაზი გარემოა თქვენს სკოლაში, განწყობაც ამაღლებულია და ემოციურად დატვირთული. ჩემო უმცროსო მეგობრებო, გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ამ ლამაზ ეტაპზე, წინსვლასა და კეთილდღეობას. მე ყოველთვის ვიდექი და კვლავაც ვიდგები ახალგაზრდების გვერდით და თითოეული თქვენგანი მეძვირფასებით, როგორც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. მადლობა პედაგოგებს ამ ლამაზი დღისთვის და ძალისხმევისთვის“- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გააზიარე