სოფელ ჯიმითის მოსახლეობის საყურადღებოდ

1 დეკემბერი, 2017

დღეს მზისგულის და ჯიმითისა  საპილოტო არეალებზე გამოცხადდა ახალი ბლოკები. Gmail-ის ლინკით გაწვდით გადაწყვეტილებას და რუკებს, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე უნდა განთავსდეს.

 

ბლოკების ორთოების ბმული:

https://drive.google.com/drive/folders/1rsQpeBToleQCQDWDrVngYa531FcX1hxj

 

ჯიმითის საკარმიდამო N 6, 11, 20, ჯიმითის მიწების N 16, 17, 38, 42 და მზისგულის N 1, 2, 4, 6, 9, 10, 23, 33, 44 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები

2017 წლის 30 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ ჯიმითის საკარმიდამო N 6, 11, 20, ჯიმითის მიწების N 16, 17, 38, 42 და მზისგულის N 1, 2, 4, 6, 9, 10, 23, 33, 44 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 11 დეკემბრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
  • სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
  • იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ.  გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
  • საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

გააზიარე