ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ კაკაბეთში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.

25 ივლისი, 2023

სოფელ კაკაბეთში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო სახელშეკრულებო ღირებულება

1 019 300 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა და კომპანიის წარმომადგენლებს რეკომენდაციები გააცნო. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურდ მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულ ლოკაციაზე, არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი. ეს გახლავთ ერთ-ერთი მჭიდროდდასახლებული უბნის სასაფლაოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა და მისი განშტოება-შიდა საუბნო გზა. მოგეხსენებათ, რა რთულია ნალექიან ამინდში გადაადგილება. ამ სოფელში მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ აღნიშნული გზის მოასფალტება, თუმცა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოვიფარგლეთ,  ასევე ავაშენეთ 80 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის შენობა, სრული რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღის ეზოს და მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს კაკაბეთელები ახალი - თანამედროვე სააღმზრდელო დაწესებულებით ისარგებლებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თბილისის, ალაზნის ქუჩის და ჩიხების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, შესყიდვის პროცესშია ასევე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტები, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას შევუქმნათ შესაბამისი პირობები. “ - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

გააზიარე