სოფელ კაზლარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

21 იანვარი, 2021

სოფელ კაზლარში, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "კაპიტალი" ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 714 698 ლარს შეადგენს.

მაგისტრალური წყალსადენის, გამანაწილებელი მილსადენებისა და რეზერვუარის მშენებლობის სამუშაოები შემოდგომით დასრულდება.

გააზიარე