სოფელ მანავის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

8 ნოემბერი, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 9 მლნ ლარამდე მოხმარდება.

დღეის მდგომარეობით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებისა და ჭაბურღილების მეშვეობით იღებს.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობას.

სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავში 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით 4 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლობას.

გააზიარე