სოფელ პატარძეულში, #2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასკვნით ეტაპზეა!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, #2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კეთილმოეწყო ბაღის ეზო, შეიცვალა მესერი და შენობა ინვენტარით აღიჭურვა. პროექტის ღირებულებამ ჯამში 438 020 ლარი შეადგინა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - შპს " ბანი 2007"- მა შეასრულა.
კიდევ ერთი ახლადრეაბილიტირებული შენობა შეემატა 2020 წელს შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას.