ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ შიბლიანში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

20 ივლისი, 2023

 

სოფელ შიბლიანს, მალე ახალი მრავალფუნქციური და რეკრიაციული არეალი დაამშვენებს. ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებითა და მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად სამუშაოები ადგილზე მოინახულა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა,  მოსაზრებები მოისმინა და  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სიზუსტით დაცვისკენ მოუწოდა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომლის ღირებულება 215 012  ლარია და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გლობალ სტანდარტმშენი" ახორციელებს.

გააზიარე