ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ უჯარმაში გაზიფიცირება მიმდინარეობს

7 დეკემბერი, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უჯარმის თემის გაზიფიცირება აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში: 
 აშენდა 27 კმ-იანი მაგისტრალი რომელიც სამ სოფელს: უჯარმას, პალდოს და მუხროვანს ბუნებრივი აირით მოამარაგებს.
 გაზით უზრუნველყოფილი იქნება 990 აბონენტი.
 პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება პირველ ეტაპზე 799 972 ლარს შეადგენს.
 სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს “ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს.
 აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.

გააზიარე