სოფელ უჯარმაში სპორტული სივრცე მოეწყობა

25 სექტემბერი, 2020

სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის ეზოში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული და გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებს მალე, ახალი-მრავალფუნქციური სტადიონი, სატრენაჟორო სივრცე, სახტომი ორმო და სარბენი ბილიკი ექნება. სამუშაოები, რომელიც სკოლის ბიუჯეტიდან ფინანსდება წლის ბოლომდე დასრულდება.

#სოფელიუჯარმა

#ჯანსაღიმომავლისთვის

გააზიარე