სოფელ ხაშმში, ახალი მინი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში სპორტული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
სოფელ ხაშმში, ახალი მინი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა დასრულებულია და დარჩენილი ხელოვნური საფარის დაგებისა და განათების სამუშაოები გრძელდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან - ემზარ კუჭუაშვილთან ერთად ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა და მათ სურვილებსა და საჭიროებებს გაეცნო. თვითმმართველობის პირველ პირებს, აღნიშნული ინიციატივისთვის და დანაპირების შესრულებისთვის ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.