სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა გამართეს
სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან-ავთანდილ გულიკაშვილთან და მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელ -არჩილ ჯაბადართან შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანიც
ახალგაზრდული აქტივობებისა და წამახალისებელი ღონისძიებების 2022 წლის სტრატეგიის გაცნობა იყო.
"ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობაა. მე მზად ვარ, ამ მიმართულებით მაქსიმალური ჩართულობისთვის, ადგილობრივი ახალგაზრდების ინტერესის გათვალისწინებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის"-
განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.