ცხელი ხაზი : 599801744

ტამიშთან ბრძოლის დღე საგარეჯოში

3 ივლისი, 2020

2 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ბადიაურში, გმირთა მემორიალი თაიგულებით შეამკეს და 1993 წელს ტამიშთან ბრძოლაში დაღუპული მეომრების -კახაბერ გიქორაშვილისა და მამუკა ხატისაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა კახაბერ გიქორაშვილის დედას - ქალბატონ ზინა გიქორაშვილს შვილის სამშობლოს სამსხურისა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს მოწინააღმდეგის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

2 ივლისი საქართველოს ისტორიაში, ერთდროულად - გლოვისა და სიამაყის დღეა!

#დიდებაგმირებს

გააზიარე