ცხელი ხაზი : 599801744

თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი) გაუმჯობესების პროექტში შეტანილი ცვლილებების სკრინინგის განცხადება

30 აგვისტო, 2024

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილია გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი) გაუმჯობესების პროექტში შეტანილი ცვლილებების სკრინინგის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge/. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.

 

იხილეთ დანართები:

გააზიარე