ცხელი ხაზი : 599801744

თულარი-კაზლარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

3 სექტემბერი, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

სოფელ თულარი-კაზლარის ცენტრალურ დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

პროექტის ჯამური ღირებულება 474 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- სს "კავკასავტომაგისტრალი" ასრულებს.

გააზიარე