ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა

29 ნოემბერი, 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით კახეთის რეგიონში, ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა.

 ცნობიერების ამაღლების კამპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა დეტალური ინფორმაციის მიწოდება ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე.

 ღონისძიების მიმდინარეობის პარალელურად გახსნილი იყო ამცრელი პუნქტი და დამსწრე საზოგადოების წევრებს ადგილზე ჰქონდათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა.

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გამართულ ღონისძიებებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი მუნიციპალიტეტის მერ-ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად ესწრებოდა.

გააზიარე