ვეტერანის დღე საგარეჯოში

19 ოქტომბერი, 2020

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა-რომან მუჩიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ომის ვეტერანებთან ერთად გმირთა მემორიალები თაიგულებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი : "ომისა და სამხედრო ძალების ვტერანთა შესახებ", რაც შემდგომში ვეტერანთა დღის დაწესების საფუძველი გახდა.

- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, გულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 95-ე წლისთავს და ვეტერანის დღეს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილ ადამიანს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ჩვენს თანამემამულე ვალიკო გოგიტაშვილს. დიდ მადლობას ვუხდით ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული მამულიშვილური ღვაწლითვის! აღნიშნა საგარეჯოს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურისამსახურის თანამშრომელმა ბ-ნმა ძაგული მათიაშვილმა შეხვედრისას.

გააზიარე