ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი
პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან
კონსულტაციების ინიცირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ და „ე.ი“ ქვეპუნქტების, 853 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტების და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 დეკემბრის დადგენილების, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის N2476 განკარგულების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით დასახლებებში, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, მოწვეულ იქნას დასახლებების საერთო კრებები, ხოლო დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 500-ზე მეტ ამომრჩეველს, გაიმართოს ამომრჩევლებთან კონსულტაციები №1 დანართით განსაზღვრულ თარიღებში.
2. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურს და მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაევალოთ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება (დანართი 2-ის შესაბამისად) და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში.
3. თითოეულ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტისთვის ზღვრული საორიენტაციო თანხის
ოდენობა განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით.
4. მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება განხორციელდეს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ინფრასტრუქტურის,სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და
არქიტექტურის სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებში ყოველდღე, 10საათიდან 18საათამდე, 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
5. დასახლებების საერთო კრებების სხდომების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების დღის წესრიგი განისაზღვროს ერთი საკითხით: დასახლებაში განსახორციელებელი საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანასებელი პროექტ(ებ)ის შერჩევა.
6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:
გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი
ბექა ფეიქრიშვილი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი - ტელ: 599121231 ელ.ფოსტა: b.peiqrishvili@gmail.com
ლია კოხტაშვილი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ტელ: 599851155 ელ.ფოსტა: lia.koxta@gmail.com
7. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, უზრუნველყოს ბრძანების და კრება/კონსულტაციის გრაფიკის გამოქვეყნების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
9. ბრძანება ოფიციალური წესით კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა N15).
ავთანდილი გულიკაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი