მზისგულის მოსახლეობის საყურადღებოდ
დღეს მზისგულის საპილოტო არეალებზე გამოცხადდა ახალი ბლოკები. იხილეთ ლინკი
https://drive.google.com/drive/folders/1RjZy6Tulh5mwFh6PHJJLMTUNYQYWpEKN
სოფელ მზისგულის N 3, 11, 14, 15, 16, 32, 35, 46, 47, 48, 51 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები
2017 წლის 12 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის N 3, 11, 14, 15, 16, 32, 35, 46, 47, 48, 51 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 22დეკემბრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
- სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
- სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
- იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
- საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405