ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება 2025-2028 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების თაობაზე

1 მარტი, 2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლისპირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-3ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 62-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის 3-ე პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. დამტკიცდეს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფი დანართი 1 - ის შესაბამისად;
ბ) 2024 - 2025 წლების მუნიციპალიტეტის შიდა საბიუჯეტო კალენდარი დანართი 2 - ის შესაბამისად;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოსაწოდებელი განაცხადის ფორმები 3-6 -ე დანართების შესაბამისად.


2. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ერთი თვის ვადაში შეადგინოს:
ა) საბიუჯეტო კალენდართან (დანართი 2) შესაბამისი, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან შეხვედრების განრიგი;
ბ) წლიური ბიუჯეტისა და პროგრამების შესრულების ანგარიშის ფორმები 7-8 დანართის შესაბამისად.


3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ადმინისტრაცული და შესყიდვების სამსახურთან ერთად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის 2025-2028 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებასათან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის შესაბამისი
სწავლების ორგანიზება.


4. სამუშაო ჯგუფმა, სამსახურებმა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა (ა(ა)იპ, შპს) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის,
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენისას იხელმძღვანელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანებით.


5. ბრძანების გაცნობის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს ადმინისტრაციული და შესყიდვების
სამსახურს.


6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


7. ბრძანება ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა N15).

ავთანდილი გულიკაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი

 

იხილეთ დანართები:

გააზიარე