საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პროექტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №-----
2023 წლის ----- ნოემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 91-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ. ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის’ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N20 დადგენილება. (www.matsne.gov.ge. 22/12/2022 წელი, 190020020.35.165.016441).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე: ალექსი გილაშვილი
იხილეთ დანართები: